საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში საშემოდგომო ექსპოზიცია მოეწყო
01-11-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის სახვითი ხელოვნების პედაგოგმა, ქეთი დევნიზაშვილმა მოაწყო შემოდგომის ნუგბარის ექსპოზიცია, სადაც  წარმოდგენილი იყო ამ სეზონისთვის დამახასიათებელი პროდუქტები და ნობათი. 

ექსპოზიციაზე სტუმრებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა სხვადასხვა ჯიშის ვაშლი, მსხალი, ყურძენი, თხილი, ნიგოზი, ასევე ტრადიციული  ჩურჩხელა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ტრადიციების დაცვასა და პოპულარიზაციას. ასევე მხატვრული კომპოზიციების შექმნას, ფერთა შეხამებასა და  შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203