27 ოქტომბერს საქართველოს სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა. ეს გამორჩეული თარიღი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად იზეიმეს.
28 ოქტომბერს, სკოლის დაწყებითი და მე-8 კლასების მოსწავლეებმა ჩაატარეს მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დევიზით - „შენი უანგარო თავდადება დაე დარჩეს ლეგენდად და არაკად“.
ღონისძიებას უძღვებოდნენ მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ ფაფაკერაშვილი და ღონისძიების ორგანიზატორი მე-8 კლასის დამრიგებელი მაია რიჟამაძე.
მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები სკოლასა და მასწავლებლებზე, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოსურათები.
სკოლის დირექტორმა - ელზა მაისურაძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს მე-8 კლასის დამრიგებელს - მაია რიჟამაძეს, ასევე დაწყებითი კლასების ხელმძღვანელებს - ეკატერინე თედეშვილს (პირველი კლასი), ნათია კაპანაძეს (მე-2 კლასი), ლელა მჭედლიძეს (მე-3კლასი) და მონაწილე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.
იხილეთ ვიდეომასალა: