„ბარაქიანი შემოდგომა“ - ტრადიციადქცეული ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში
01-11-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა. 

სკოლაში, ტრადიციულად, პირველი კლასების დამრიგებლების - მარიამ ჭიტაძისა და ნინი კანტიძის ინიციატივით, გაიმართა აქტივობა - „ბარაქიანი შემოდგომა“. 

სკოლის ეზოში დამხმარე რეკვიზიტებთან ერთად გამოიფინა საშემოდგომო ხილის ასორტი, რომელიც მშვენიერი სანახაობა იყო. 

შემოდგომის ზეიმზე თათარის მოდუღება და ჩურჩხელების ამოვლება ტრადიციული და შემოქმედებითი აქტივობაა. ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ჩურჩხელა  ერთ-ერთი საუკეთესო ნუგბარია და ბავშვებისთვისაც საინტერესო გამოცდილებად გადაიქცა მისი მომზადება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203