ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით, სიხარულით ერთვებიან.
ამჯერად, ფრანგული კლუბის და ინგლისური კლასების მოსწავლეებმა საინტერესო და სახალისო აქტივობით მიულოცეს ჰელოუინი იმ ქვეყნების მოსწავლეებს, სადაც ამ დღესასწაულს აღნიშნავენ.
მოსწავლეები თემატურ კოსტიუმებში გამოეწყვნენ, შექმნეს მრავალფეროვანი დეკორაციები და საკლასო ოთახი მორთეს.
ბავშვები ამ დღის ისტორიასა და არსსაც გაეცნენ და კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: