ჩანახჩის საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში IV, V, VI, VII და VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა 1978 წლის 14 აპრილისა და ქართული ენის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
ასევე, წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები.
ღონისძიებას სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას პედაგოგი ანა ხომერიკი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები