აშკალის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე ორიგინალურად აღინიშნა 
01-11-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში მასწავლებლებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ და აფასებენ მათ ღვაწლსა და შრომას. 

28 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად, სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს სიურპრიზი მოუწყვეს: დილით ყველა პედაგოგს სიმბოლურად თითო ვარდი გადასცეს და მიულოცეს პროფესიული დღე.

IX-X-XI-XII კლასის მოსწავლეებმა კი ერთი დღით მასწავლებლების „როლი მოირგეს“ და უმცროსკლასელებს გაკვეთილები ჩაუტარეს.

„ნორჩმა მასწავლებლებმა“ სხვადასხვა საგნის გაკვეთილი სხვადასხვა აქტივობით წარმართეს:  ბავშვებს სპორტის გაკვეთილზე მხიარული თამაშები შესთავაზეს, ხელოვნების გაკვეთილზე დაახატინეს, მათემატიკა სახალისო ამოცანებითა და თავსატეხებით შესთავაზეს, ქართულისა და ინგლისურის გაკვეთილებზე ლექსიკური მასალა გაამეორებინეს, სომხურ ენასა და ლიტერატურაში მხატვრული კითხვის გავეთილები ჩაატარეს...

ერთი სიტყვით, ცდილობდნენ მიებაძათ პედაგოგებისთვის და თავი ნამდვილ მასწავლებლებად აღექვათ“,- გვიყვებიან სკოლაში. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დღემ საინტერესოდ ჩაიარა და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, უფროსკლასელი გოგონების უმეტესობამ სამომავლო პროფესიად მასწავლებლობა მოინდომა.  

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203