წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებით აფასებენ პედაგოგების ღვაწლსა და შრომას.
„ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს, ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს სამყარო“,- ამ დევიზით სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა პედაგოგებს სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს და მათ როლს განათლებული საზოგადოების ფორმირებაში ხოტბა შეასხეს.
ღონისძიება ემოციებით სავსე და დაუვიწყარი აღმოჩნდა მოსწავლე-მასწავლებლებისთვის.
იხილეთ ფოტოები: