მარტყოფის N2 სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით კამპანიაში ჩაერთნენ
01-11-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეები ეკოცნობირების ამაღლებას, ბავშვებიც აქტიურობით გამოირჩევიან და არაერთ ეკოაქტივობაში მონაწილეობენ. 

ახლახან, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის - „მოქალაქე“, წევრები (7-12 კლასის მოსწავლეებმა) გარემოსდაცვით კამპანიაში  ჩაერთნენ. 

ინიციატივის ფარგლებში, მომზადდა გარემოს დაცვის თემაზე საინფორმაციო ფლაერი და გავრცელდა სასკოლო საზოგადოებაში. 

ასევე, ჩაიწერა ვიდეომიმართვა და გავრცელდა სოციალურ ქსელში. 

აღსანიშნავია, რომ კამპანია, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში პარტნიორი ორგანიზაციის - „სიქას საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“, მიერ იყო გამოცხადებული. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203