ალისუბნის თემის N2 სკოლის მოსწავლეები - ნათია ბუცხრიკიძე და სოსო კერესელიძე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
01-11-2024

მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის ნათია ბუცხრიკიძესა და სოსო კერესელიძეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

მე-10 კლასის მოსწავლეთა დამრიგებელი თენგიზ ხუჯაძე გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ახალგაზრდებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება.

„სიყვარულით გილოცავთ მიღებულ ჯილდოს და გისურვებთ თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები კიდევ უფრო წარმოგეჩინოთ მომავალში. მრავალჯერ გვეამაყოს თქვენი მიღწევებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203