წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ბავშვების მოტივირებისთვის კი მათ ჩართულობას სხვადასხვა კონკურსებში ახალისებენ.
30-31 ოქტომბერს, საჩინოს თემის №2 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელეატუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
თამაში საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
შეჯიბრის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები:
1-ელი ადგილი - „ჯვაროსნები“;
მე-2 ადგილი - „ცეცხლოვანი ლომები“;
მე-3 ადგილი - „არწივები”.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაში აქტიური და ემოციურად დატვირთული იყო, თითოეული მოსწავლე სრული პასუხისმგებლობით მონაწილეობდა აღნიშნულ ღონისძიებაში. დასასრულს ბავშვებმა ერთმანეთს გამარჯვება მიულოცეს და მორიგი წარმატება უსურვეს.
სკოლაში მადლობას უხდიან კონკურსის ორგანიზატორებს თამაშის ხელმძღვანელობისთვის.
იხილეთ ფოტოები: