შაშიანის საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანის სწავლას საზეიმოდ შეუდგნენ
01-11-2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესოა, განსაკუთრებით კი პირველკლასელებისთვის, რომლებმაც წელს პირველად შეაბიჯეს წიგნიერების სამყაროში. 

ამჯერად, პატარებმა ანბანის „შემობრძანება“ იზეიმეს და დიდი შემართებით შეუდგნენ ქართული ასო-ბგერების სწავლას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ანბანთან ზიარება ძალიან ლამაზი, პოზიტიური და მამოტივირებელი დღე იყო, რომელიც კლასის ხელმძღვანელმა - დალი წიკლაურმა და მშობლებმა აჩუქეს ბავშვებს. 

„მადლობა ამ დღისთვის.... მუდამ წარმატებები გქონდეთ სწავლა-აღზრდის საქმეში ჩემო პატარებო...“, -  აღნიშნა პედაგოგმა და მოსწავლეებს წინსვლა უსურვა. 

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203