მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების ეკოცნობიერების ამაღლებასა და გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებას.
სწორედ ამ მოტივით, მე-9 კლასის მოსწავლეები გარემოს დაცვის კამპანიას შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა, კამპანიის ფარგლებში შექმნეს თემატური პოსტერებიც და ჩაატარეს დასუფთავების აქციაც სკოლის ეზოსა და სპორტულ მოედანზე.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და თითოეული მოქალაქის როლი ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი გარემოს შექმნაში.
იხილეთ ფოტოები: