ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.
31 ოქტომბერს, მასწავლებლის - ნაზი ყურშუბაძის ხელმძღვანელობით საინფორმაციო პრეზენტაცია ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
პედაგოგმა მოსწავლეებს პრეზენტაცია წარუდგინა, ერთად განიხილეს საინტერესო საკითხები: როგორ მოწმდება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს წყლის უსაფრთხოება, შავი ზღვის ეკოლოგია და სხვა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ამ დღის დაარსების ისტორიასაც გაეცნენ და ისაუბრეს მათ როლზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე ზრუნავდეს გარემოზე.
იხილეთ ვიდეო: