წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არსარვანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, შემოქმედებითი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა დიდი ქართველი მწერლის - იაკობ გოგებაშვილის შესახებ კედლის გაზეთი შექმნეს. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და მრავალფეროვანი ნამუშევარი დაამზადეს.
მეოთხეკლასელებს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნათია გიგლემიანი ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ვრცლად ისაუბრეს.
იხილეთ ფოტოები: