ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში განსაკუთრებით აფასებენ პედაგოგებს და მათ ღვაწლს იმ დიდ საქმეში, რასაც განათებული თაობების აღზრდა ჰქვია.
სწორედ ამ მოტივით, სკოლის სადღესასწაულოდ მორთულ ეზოში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა და პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ჩატარდა.
სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.
სასკოლო საზოგადოებამ, კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა გამოხატა პედაგოგების მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა თაობების წინაშე გაწეული დიდი ღვაწლისთვის.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება გიმნაზიის მოცეკვავეებმა დაამშვენეს.
იხილეთ ვიდეოები: