„მოციმციმე ვარსკვლავების“ ჯადოსნური ამბები გრძელდება - თელავის N5 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
01-11-2024

თელავის N5 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დიდი მონდომებითა და ხალისით დაიწყეს. 

მათ „ანბანეთის“ საოცარ სამეფოში იმოგზაურეს, ორი ასო-ბგერა უკვე შეიყვარეს და დაიმეგობრეს. პატარები განსაკუთრებით მიკი მაუსის სტუმრობამ და მშობელთა აქტიური ჩართულობით შესრულებულმა დავალებებმა გაახალისა. 

პედაგოგი - მაია მოსიაშვილი გვიყვება, რომ სახალისო აქტივობების ბოლოს, მოსწავლეებმა საანბანე სურვილები ჩაიფიქრეს და ცაში ატყორცნილ ბუშტებს მზისაკენ გაატანეს.

„მოციმციმე ვარსკვლავების" ჯადოსნური ამბები გრძელდება! თვითონაც იყოჩაღეს და  ყველას დაუმტკიცეს, რომ მზად არიან იკაშკაშონ“,- წერს პედაგოგი მაია მოსიაშვილი

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203