კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებისთვის მათემატიკა სახალისოა. სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მათემატიკური უნარების განვითარებაზე სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევი აქტივობებით ზრუნავენ, რაც ბავშვების მოტივაციასა და შემართებაზე დადებითად აისახება.
ახლახან, „ჰელიოსის“ მე-2ა კლასის მოსწავლეები შიდასაკლასო მათემატიკურ ვიქტორინაში მონაწილეობდნენ, კლასი გაიყო სამ გუნდად: „გენიოსები“, „სხარტები“ და „ვარსკვლავები“.
თითოეულმა გუნდმა ამოხსნა ლოგიკური და სააზროვნო ამოცანები. მოსწავლეებმა იაქტიურეს და დავალებებს წარმატებით გაართვეს თავი. ყოველი ამოცანა შეფასდა შესაბამისი ქულით. თამაშის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც.
იხილეთ ფოტოები: