ბათუმის N30 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებას და ამ მიმართულებით, მოსწავლეთა დაინტერესებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამ მიზნით, სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი აქტივობა ეწყობა.
ახლახან, მოსწავლეებმა - დიმა ბერიძემ, მელისა დიასამიძემ და კესო ჩიქოვანმა „გონიოს ციხის მოდელის სენსორული განათება“ დაამზადეს. მათ ფიზიკის პედაგოგი ხელმძღვანელობდათ.
მოსწავლეებმა ნამუშევარი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ გამოფენაზე წარადგინეს.
იხილეთ ფოტოები: