საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის XI კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო.
გასვლითი გაკვეთილისა და მიღებული ცოდნის განმტკიცება-შემეცნების მიზნით, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თემატიკის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტეტატურის პედაგოგების - ციცინო (ნანა) ანთაძის და თეონა მოდებაძის დაგეგმარებით, XI კლასელები იმყოფებოდნენ ქართველი რომანტიკოსის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა განიმტკიცეს თეორიულად მიღებული ცოდნა პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ასევე, საშუალება ჰქონდათ სლაიდების საშუალებით გაცნობოდნენ ძველი თბილისის უბნებსა და XIX საუკუნის არქიტექტურას, დაათვალიერეს პოეტის კუთვნილი ნივთები, მოისმინეს ვიდეოჩანაწერი და ნახეს 3D ფორმატით აღდგენილი პოეტის „ალტერეგო“.
მოსწავლეები დაესწრნენ საინტერესო ლექციას, პედაგოგებთან ერთად ჩართნენ სალონურ თამაშში, ბარათებით.
მოსწავლეებსთან ერთად მუზეუმში იმყოფებოდა გიმნაზიის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე.
იხილეთ ფოტოები: