„განათლება - საგანძურია, შრომა კი- მისი გასაღები!“ - ეს ფრაზა რეალობად აქციეს სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მე-10 კლასელებმა - თეკლა აბშილავამ, ავთანდილ ადამიამ, საბა არჩვაძემ, ნინი ბერიძემ, ლიზი გოგავამ, დავით გაგულიამ, ალექსი დვალიშვილმს, ანა კაკაბაძემ, გურამ კაცაძემ, გიორგი წვერავამ, გოირგი ჩაჩუამ და ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
სკოლაში სიამაყით აღნიშნავენ, რომ მათმა შრომამ, ბეჯითობამ ნაყოფი გამოიღო და წარმატებასაც მიაღწიეს. მოსწავლეები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა - ალექსანდრე წულაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წარჩინებულ მოსწავლეებს დაურიგა პერსონალური კომპიუტერები, რომ მეტ ცოდნას დაუფლონ და გახდნენ მისი ქვეყნის საამაყო შვილები.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: