თბილისის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელთა საზეიმო გაკვეთილი და ხალისით დაწყებული ანბანის სწავლა 
01-11-2024

თბილისის N6 საჯარო სკოლის ყველაზე პატარა მოსწავლეებმა - პირველკლასელებმა „ანბანეთში“ პირველი ნაბიჯები გადადგეს. 

ისინი კლასში „აი იას“ შებრძანებას დიდი სიხარულით შეხვდნენ, პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ, თემატურ აქტივობებში ჩაერთნენ და იხალისეს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საზეიმო განწყობა მთელ კლასში იგრძნობოდა. ოთახი იისფერი ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით იყო გაფორმებული, რამაც მოსწავლეებისთვის ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად აქცია. 

„ჩვენთანაც შემობრძანდა ეს სანუკვარი სიბრძნის წიგნი - „დედა ენა", რომელიც მთელი სამყაროს შეცნობაში დაგვეხმარება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203