აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება და მიღწევები წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც მოზარდთა ინტერესებსა და წარმატებაზე აისახება.
გაუწყინარის საჯარო სკოლის დებიუტანტი გუნდი, მინიფეხბურთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალშია.
მოსწავლეებმა საკმაოდ დაძაბულ ნახევარფინალურ მატჩში ანგარიშით 3-2 გაიმარჯვეს და ფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და შემდეგ ეტაპზეც გამარჯვებას უსურვებენ.
„წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებს ფინალში!!!“,- ერთხმად აღნიშნავენ სკოლაში.