ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ, რაც მათი ცოდნის ხარისხზე აისახება.
ახლახან, მე-8 კლასელებმა საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია გამართეს. ბავშვებმა ისაუბრეს ალკოჰოლის მავნებლობაზე, თუ რა შედეგები მოაქვს ალკოჰოლზე დამოკიდებულებას, როგორ ინგრავა ოჯახები, ბავშვები ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან და ა.შ.
პრეზენტაციის დასასრულს მე-8 კლასელებმა წარმოადგინეს მათ მიერ დამზადებული პოსტერი.
გაკვეთილი საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მნიშვნელოვანია ბავშვებს ადრეული ასაკიდან მიეწოდოთ ინფორმაცია მავნე ჩვევების შესახებ და ინგლისური ენის მასწავლებელს - ხათუნა სოსელიას ასეთი საინტერესო გაკვეთილისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: