გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.
სულ ახლახან, პირველკლასელებთან პირველი წიგნის კითხვის საათი მოეწყო, მოსწავლეებმა საბავშვო წიგნი - „მიყვარხარ მამიკო“ მოისმინეს, შემდეგ კი ერთმანეთს კითხვის უნარების გაუმჯობესაბაში დაეხმარნენ.
კრწანისის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი შემდეცნებით თავგადასავალს ჰგავს. ისინი პედაგოგთა დახმარებით წიგნიერების სამყაროში პირველ ნაბიჯებს თამამად დგამენ.
იხილეთ ფოტოები: