თბილისის N104 საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები გაიმართა.
28 ოქტომბერს, სკოლის მოსწავლეებმა, მე-3-დან მე-10 კლასების ჩათვლით, წარადგინეს საინტერესო პრეზენტაცია თემაზე - „მსოფლიოს ეროვნული ბიბლიოთეკები“.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ ბიბლიოთეკებს, ისაუბრეს მათი შექმნის ისტორიასა და საქმიანობაზე.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ბიბლიოთეკარი ასმიკ ანტონიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: