თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანამედროვე მხატვარს უმასპინძლეს და „ქვიშის ზღაპარში“ იმოგზაურეს  
01-11-2024

თბილისის N103 საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება საინტერესო შეხვედრები, სკოლას არაერთი საპატიო სტუმარი სტუმრობს, რომლებიც მოსწავლეებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ და სხვადასხვა თემაზე მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

ამჯერად, კი იაკობ გოგებაშვილის იუბილესთან დაკავშირებით, მეორეკლასელებმა, პედაგოგის ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, თანამედროვე მხატვარს - ნონა გიუნაშვილს უმასპინძლეს, რომელმაც „ქვიშის ზღაპარში“ ამოგზაურა ბავშვები.

27 ოქტომბერთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას „თხა და გიგოს“ ინსცენირება შესთავაზეს, შემდეგ კი გაახმოვანეს ქვიშის ამბავი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მხატვრის ოსტატობა ძალიან შთამბეჭდავი იყო პატარებისთვის და დადებითი ემოციები გამოიწვია.

„მადლობა მხატვარს სტუმრობისთვის და მასტერკლასისთვის, სკოლის დირექტორსა და მშობლებს მხარდაჭერისთვის. ეს დღეც ოქროს ასოებით ჩაიწერა ამ ბავშვების სასკოლო ისტორიაში“, - ასე შეაფასეს დღე სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203