სათხის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელების მონაწილეობით სასწავლო წლის დასრულება აღნიშნეს. ღონისძიებას დაწყებითი კლასების მასწავლებელი გოარიკ ისპირიანი ხელმძღვანელობდა.
პატარებმა ქართული და სომხური ცეკვები შეასრულეს, იმღერეს პატრიოტული და საბავშვო სიმღერები და წაიკითხეს ლექსები.
ღონისძიების ბოლოს სკოლის სასწავლო ნაწილმა და მშობლებმა მოსწავლეებსა და დამრიგებელს სიტყვით მიმართეს.
„დიდი მადლობა ასევე
Etaloni.ge-ს, რადგან მათი დახმარებით მასწავლებლებმა აქტიურად დაიწყეს მუშაობა და ღონისძიებების ჩატარება. იმედი გვაქვს, რომ მომავალში უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები