ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით.
ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო ზეიმი ჩატარდა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი ლალი ცუხიშვილი, დაწყებითი კლასის დამრიგებლების დახმარებით.
სასკოლო სივრცე შემოდგომის ნუგბარით მოირთო, სივრცეს მრავალფეროვანი დეკორაციები ამდიდრებდა, მოსწავლეები კი შთამბეჭდავ ნომრებს ასრულებდნენ.
როგორც სკოლაში აფასებენ ღონისძიება მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, ის ძალიან ხალისიანად და მხიარულად წარიმართა, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი აღტაცება და კმაყოფილება გამოიწვია.
იხილეთ ფოტოები: