ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო ინიციატივებში, მიიღონ ახალი გამოცდილება და თავიანთი ცოდნა ფართო ასპარეზზე წარმოაჩინონ.
ჩხაკოურის საჯარო სკოლა მორიგ კონკურში ჩაერთო, რომლის სახელწოდებაა - „ეს ქვეყანა შენია“.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის კონკურსში მონაწილეობას შემდეგი პირობა ჰქონდა: მსურველებს უნდა დაეგეგმათ და განეხორციელებინათ რაიმე აქტივობა, მაგალითად: „აღიდგინე დაკარგული მეხსიერება“– მოეძიებინათ თავიანთ სოფელში, ქალაქში, რეგიონში დავიწყებული ისტორიები სამოქალაქო საზოგადოების შესახებ და გაეზიარებინათ ახლობლებისთვის.
ჩხაკოურის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მაკა გიორგაძემ კი, მოიძია და მოამზადა პრეზენტაცია, ადამიანზე, რომლის წყალობითაც ჩხაკოურის საჯარო სკოლა, საშუალო სკოლის სტატუსს ატარებს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლის ჩართულობას, პედაგოგი ნათელა ირემაძე ხელმძღვანელობდა
იხილეთ ფოტოები: