ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ინიციატივებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები და ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელი ტრადიციები წარმოადგინეს.
საშემოდგომო ნუგბარით გამდიდრებულ სასკოლო სივრცეში, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნომრები შეასრულეს და კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე ჩაწერეს სკოლის ისტორიაში.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა შუშტაკაშვილი და პროფკავშირის თავმჯდომარე ნინო პოპიაშვილიც დაესწრნენ და მოსწავლეებს და სასკოლო საზოგადოებას შემოდგომის ზეიმი მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: