თბილისის N132 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებისთვის, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობა თუ ღონისძიება იმართება.
ამჯერად, „ვაჩუქოთ ერთმანეთს ბედნიერი წუთები“ - ამ დევიზით ქართული სექტორის IIგ კლასის მოსწავლეებს მძლეოსნობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი - გიორგი დარსაველიძე ესტუმრა.
მან პედაგოგ თამარ ნათაძის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს აუხსნა თუ, რა არის საჭირო წარმატებისათვის. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.
„დაუზარელ და მუხლჩაუხრელ შრომას ყოველთვის მოაქვს დადებითი შედეგი. ასეთი პირადი მაგალითები ძალიან ახარებთ და ამოტივირებთ მოსწავლეებს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: