გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო თუ კლასგარეშე ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მე-7ა კლასისა და მე-9ბ კლასის მოსწავლეები შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას სხვადასხვა აქტივობით შეუერთდნენ.
ისინი, პედაგოგების - ნატალია ხოფერიასა და ანა კვასხვაძის ხელმძღვანელობით, შავი ზღვის სანაპიროზე მივიდნენ, ნარჩენები შეაგროვეს, გარემო დაასუფთავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მათ ცოდნა გაიღრმავეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს.
იხილეთ ფოტოები: