ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოლის საერთაშორისო დღე საინტერესო პერფომანსით აღნიშნეს
01-11-2024

ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი შესაბამისი აქტივობით აღინიშნება. 

ამჯერად, სკოლაში თემატური აქტივობები მოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. მე-4 კლასის მოსწავლეებმა, მე-8 და მე-9 კლასის გოგონებთან ერთად, სასკოლო საზოგადოებას ძალიან საინტერესო პერფომანსი შესთავაზეს. 

მათ სკოლის ეზოში, ასფალტზე დახატეს, ფერადი კვამლი გაუშვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. სკოლაში ქიმიის პედაგოგს - ინგა დევიძეს, ასევე ლამარა საღრიშვილსა და თეა სულაბერიძეს მადლობას უხდიან. 

„მსოფლიოს მასშტაბით, ქიმიკოსები, მოსწავლეები თუ ქიმიის გულმხურვალე მოყვარულები 23 ოქტომბერს მოლის დღეს აღნიშნავენ. დღე დილის 6:02-დან საღამოს 6:02-მდე გრძელდება, ამით კი თარიღი 6:02 10/23 იქმნება, რომელიც ავოგადროს რიცხვს გამოსახავს.

ავოგადროს მუდმივა 6.02 * 1023-ის ტოლია და ნივთიერების ერთ მოლში არსებულ ნაწილაკთა (მოლეკულები, ატომები, იონები) რაოდენობას გვიჩვენებს. იგი მისი აღმომჩენის, ამადეო ავოგადროს სახელს ატარებს, მოლი კი მოლეკულებისა და ატომების რაოდენობის საზომი ერთეულია ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში (SI).

ქიმიკოსთა დღესასწაული ავოგადროს კანონის, ამადეო ავოგადროს მიერ შემოთავაზებული ჰიპოთეზის უკვდავყოფას ემსახურება, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი აირის ტოლი მოცულობები ერთნაირ წნევასა და ტემპერატურაზე მოლეკულათა ტოლ რიცხვს შეიცავს.

მოლის დღის აღნიშვნის მიზანი  (აღ.1980 წლიდან) მოსწავლეებში ქიმიისადმი ინტერესის გაღვივება გახლავთ, რაც სწორედ ქიმიასა და მოლებთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობების საშუალებით ხორციელდება. 23 ოქტომბერს აქტიურად ზეიმობენ აშშ-ის, სამხრეთ აფრიკის, კანადისა და ავსტრალიის სკოლებში“,- სწორედ ეს ინფორმაცია გააცნეს სკოლაში მოსწავლეებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203