გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეები აკაკი ჩხეიძის ხელოვნების სამხატვრო სასწავლებელში იმყოფებოდნენ. სტუმრობის იდეა „ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილზე დაიბადა, სადაც პედაგოგი ნინო მორგოშია მეხუთეკლასელებს პრეისტორიულ ხანასა და უძველეს ადამიანებზე უამბობდა.
აღნიშნული იდეა კლასის ხელმძღვანელმა - მაია წულაიამ განახორციელა და პატარები მუზეუმში წაიყვანა. ადგილზე მეხუთეკლასელებმა სივრცე დაათვალიერეს და საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ.
იხილეთ ფოტოები: