ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით მონაწილეობენ.
ამჯერად, I კლასის დამრიგებელმა, სიუზანნა ბორბორიანმა, მოსწავლეებთან ძალიან საინტერესო და შესანიშნავი ღონისძიება ჩაატარა, სახელწოდებით - „ანბანის შემობრძანება“.
როგორ სკოლაში აფასებენ, მასწავლებელმა ეს დღე ჯადოსნურ და საოცარ ამბად აქცია, მისი მიზანი იყო მოსწავლეთა მოტივაციისა და ცნობისმოყვარეობის გაზრდა.
მოსწავლეები ღონისძიებაში დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ და ანბანის სწავლასაც შემართებით შეუდგნენ.
იხილეთ ფოტოები: