ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები მიეძღვნა.
იქ სასწავლო დღე ადამიანების „უსიტყვო მეგობრებთან“ ერთად დასრულდა. სკოლის ეზოში მოსწავლეები და მშობლები თავიანთ ერთგულ მეგობრებთან ერთად გამოცხადდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღია ცის ქვეშ, გამოპრანჭული ცუგები და გაფუმფულებული ფისოები ამაყად დააბიჯებდნენ. ზაზუნები და თუთიყუშები კი თავს გალიებიდან იწონებდნენ.
აღსანიშნავია, რომ გარდა ამისა, მოსწავლეები ერთ სივრცეში ოთხფეხა მეგობრების პორტრეტებს ხატვდენენ, მეორე კუთხეში - ოჯახური ფოტოები იყო გამოფენილი, იქვე ხალისიანი თუ სევდიანი ისტორიების მოსმენა იყო შესაძლებელი. იყო კიდევ ერთი სივრცე, სადაც სტუმარი შინაური ცხოველები თავიანთ ნიჭიერებას ამტკიცებდნენ.
იხილეთ ფოტოები: