გურიანთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
01-11-2024

თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, სასკოლო ცხოვრება განსაკუთრებით საინტერესოა პირველკლასელებისთვის, რომლებმაც სულ ცოტა ხსნის წინ შეაბიჯეს ცოდნის ტაძარში.  

ამჯერად, პირველკლასელებმა ქართული ანბანის შესწავლა დიდი შემართებითა და ჟრიამულით დაიწყეს. 

„პირველკლასელებს, სიტყვის კაცმა, თავისი სკივრიდან ორი ასო-ბგერისგან შედგენილი სიტყვა „ია“ მოუტანა“, - ამ სიტყვებით აღწერენ დღეს სკოლაში, როცა პატარები პირველად ეზიარნენ ანბანს. 

როგორც სკოლის დირექტორი ნანა შარაძე აღნიშნავს, ანბანის სამყაროში „მოგზაურობა“ წარმატებულად დაიწყო და ასე გაგრძელდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203