ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N4 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას და განვითარებას.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში ფუნქციონირებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრე, რომელიც ბავშვებს საშუალებას აძლევს საკუთარი ხელით შექმნან მრავალფეროვანი ნამუშევრები და ასევე სიღრმისეულად გაიაზრონ ხელოვნების არსი.
სკოლაში ახარებთ, რომ არსებული წრის დამსახურებით, მოსწავლეებს უვითარდებათ ფანტაზია და წარმოსახვის უნარი, რაც ზემოქმედებას ახდენს მათ ინტერესებზე.
გამოყენებითი ხელოვნების წრის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ სახვით ხელოვნებას, გრაფიკას, ფერწერას და მუშაობენ სხვადასხვა ჟანრში.
მასწავლებლები თეკლე აზირაშვილი საწრეო მეცადინეობით ცდილობს ხელი შეუწყოს მოსწავლეთა პიროვნების თვითგამოხატვას.
იხილეთ ფოტოები: