აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობა აქტიურ საქმიანობას ეწევა.
წელს სკოლაში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
ახლახან, სკოლაში, ახლად არჩეული თვითმმართველობის პირველი სხდომაც შედგა.
სხდომაზე აირჩიეს თავმჯდომარე, იმსჯელეს სამოქმედო გეგმაზე და განიხილეს არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც სკოლის დღის წესრიგში დგას.
„წარმატებები და აქტიური სასწავლო -შემოქმედებითი მოღვაწეობა ბავშვებო“, - ამ სიტყვებით, სკოლაში წარმატება უსურვეს მოსწავლეთა თვითმმართველობას.
იხილეთ ფოტოები: