სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ გაიმართა.
ღონისძიებაში V კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კლასის დამრიგებელი ნინო შენგელიაა, სპორტს კი მოსწავლეებს იური კორძაძე ასწავლის. სკოლის აღსაზრდელები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, „მხიარული სტარტები“ მოსწავლეებთან ერთად მშობლებმაც ითამაშეს, რამაც აქტივობა უფორო სახალისო გახადა.
ღონისძიება მუსიკალურად ჯგუფმა Trinity-მ გააფორმა, შეჯიბრის მონაწილეებს კი ტანმოვარჯიშე გოგონები ამხნევებდნენ.
ღონისძიების მონაწილეებმა შეჯიბრის ბოლოს ფლეშმობი მოაწყვეს.
ღონისძიების მონაწილე მოსწავლეები სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა სიგელებით დააჯილდოვეს.
იხილეთ ფოტოები სრულად