გომის საჯარო სკოლაში ლამაზი შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა
01-11-2024

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლაში, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, დიდი ზეიმი გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ დღეს დაემთზვა პირველ კლასში „ანბანის შებრძანებაც“. პატარებმა თავი საოცარი ლექსებით, ცეკვითა და სიმღერებით წარმოაჩინეს. მათ ანბანს თავიანთი მეგობარი ჟოზეს დახმარებით უმღერეს. პირველკლასელები დიდი იაკობის შემოქმედებასა და აი ია-ს ჯადოსნურ სამყაროს გაეცნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათთვის სიგელების გადაცემის ცერემონია საოცრად ემოციური აღმოჩნდა, სადაც მასწავლებელმა მოსწავლეების თვისებებს ხაზი გაუსვა.

პატარებმა დაკისრებული მოვალეობები საკმაოდ კარგად შეასრულეს და მაყურებლის წინაშე დიდი მონდომებით წარსდგნენ. მათ არც ბარაქიანი შემოდგომა დაუტოვებიათ უყურადღებოდ, შეასრულეს სიმღერა „ჩურჩხელა" და წაიკითხეს ლექსები ფერად შემოდგომაზე.

ღონიძიების დასასრულს კი, მოსწავლეებმა გენიალური გია ყანჩელის სიმღერა - „ყვითელი ფოთლები“ იმღერეს, რასაც თან ახლდა გოგონების ცეკვა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება პირველი კლასის დამრიგებელმა - ია გრიგოლიამ დაგეგმა და განახორციელა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203