აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა სპორტული ცხოვრების წესი წახალისებული და მხარდაჭერილია, ბავშვების სპორტული მიღწევებიც თვალსაჩინოა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ნაესაკოვოს საჯარო სკოლისთვის სასწავლო წლის დასაწყისი წარმატებული აღმოჩნდა.
სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამართულ სპორტულ ოლიმპიადაზე გოგონათა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და სასკოლო საზოგადოება გამარჯვებით გაახარა. გოგონებმა პირველი ადგილი მოიპოვეს მინი ფეხბურთსა და მძლეოსნობაში.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„მადლობა, თქვენ მონდომებისთვის და გოჩა მასწავლებელს თქვენი ერთგულებისთვის. წარმატებები მომავალშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში.