ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის დირექცია და სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა ინტელექტუალური დონის ამაღლებისათვის მუდმივად ზრუნავს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლა სისტემატიურად ახორციელებს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლე- ახალგაზრდობაში მრავალმხრივი უნარების შეძენას, გამოვლენა-განვითარებას.
სწორედ რომ ცოდნის ზეიმი იყო 1-ელ ნოემბერს სკოლაში. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“. თამაში მეორე და მესამე ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.
ინტელექტუალურ შერკინებაში მონაწილეობდნენ VI, VII, VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები.
VI, VII და VIII კლასის გუნდებიდან ზღვარი გადალახეს - „ტვინიკოსებმა“- (VI კლასი- 67 ქულა) და „ცოდნის მაძიებლებმა“(VIII კლასი- 65 ქულა), ხოლო IX, X და XI კლასის გუნდებიდან დაწინაურდნენ - „უსაშველოები“ ( XI კლასი-70 ქულა), „ბრეინშტორმი“ (X კლასი-46 ქულა), და „კორინთო“ (IX კლასი-53 ქულა).
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ საყვარელ მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: