ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ მნიშვნელოვან, ეროვნულ თუ საერთაშორისო თარიღებს ეხმიანებიან და აღსანიშნავ კამპანიას საინტერესო ინიციატივებით უერთდებიან.
ამჯერად, სკოლაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღე აღინიშნა.
მეცხრე კლასის მოსწავლემ, გივიკო იაძემ, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - თეა ბალახაშვილის ინიციატივით ,ამ თემასთან დაკავშირებული პრეზენტაცია წარუდგინა სკოლის მოსწავლეებს.
მოსწავლეებმა მოისმინეს და გაეცნენ იმ მიზნებსა და ფასეულობებს, რომლებსაც გაეროს წესდება ემყარება.
იხილეთ ფოტოები: