ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
იქ სხვადასხვა თარიღი შესაბამისი აქტივობით აღინიშნება. ამჯერად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელი ზურაბ სიხარულიძე მოსწავლეებს გაესაუბრა.
მან მოსწავლეებს ორგანიზაციის დაარსების, ფუნქციონირებისა და დანიშნულების შესახებ ინფორმაცია გააცნო. დისკუსიაში ახალგაზრდებიც ჩაერთნენ, რომლებმაც საკუთარი აზრი დააფიქსირეს და ცოდნა გაიღრმავეს.
იხილეთ ფოტოები: