აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას ახალისებენ ჩაერთონ სპორტულ ღონისძიებებში და იცხოვრონ ჯანსაღად. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა ოლიმპიადასა და ღონისძიებაში წარმატებით მონაწილეობენ.
28 სექტემბერს, სეფიეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ცოტნე რურუამ, თაზო რურუამ და ამური ოჩიგავამ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს და მძლეოსნობა-გეზრბენში, 1 ადგილის დაკავებისთვის აბაშის მუნიციპალური თამაშების თასი და სიგელი მოიგეს.
მოსწავლეთა მასწავლებელი დათა ბესელია გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობს.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებებნ.
„ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს წარმატებას და დავულოცავთ გზას შემდგომი გამარჯვებისაკენ“,- აღნიშნავენ სკოლაში.