ოყურეშის საჯარო სკოლის მე-4 კლასელის სასწავლო-შემეცნებითი და, ამავდროულად, სახალისო, თავშესაქცევი აქტივობა
04-11-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ამის ნათელი მაგალითია,მე-4 კლასში განხორციელებული აქტივობა, რომელშიც პედაგოგმა - ნანა მამარდაშვილმა მოსწავლე ჩართო. აღსანიშნავია, რომ ოყურეშის მცირეკონტიგენტიანი სკოლის მე-4 კლასში ერთი მოსწავლე ირიცხება, ამიტომ პედაგოგი მის სასწავლო მოტივაციასა და შემართებაზე განსაკუთრებულად ზრუნავს. ამჯერად, პედაგოგმა მოსწავლეს სასწავლო თამაში შესთავაზა. 

მე-4 კლასელმა ფაზლად ქცეული საქართველო რუკა ააწყო. 

მოსწავლისთვის აქტივობა მეტად სახალისო აღმოჩნდა, ცოდნა განიმტკიცა და დრო ნაყოფიერად გაატარა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203