ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო თუ კლასგარეშე ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში შავი ზღის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. თემატური გაკვეთილი ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა - ნანა მამარდაშვილმა მესამე კლასში ჩაატარა.
ის მოსწავლეებს თარიღის მნიშვნელობისა და გარემოს დაცვის აუცილებლობის შესახებ ესაუბრა. შედეგად, მესამეკლასელებმა ცოდნა გაიღრმავეს, გარემოსდაცვითი გზავნილები გააჟღერეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: