სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი სავსეა საგანმანათლებლო თავგადასავლებით.
ახლახან, სკოლის მეხუთე კლასში, პროექტის - „ცხოვრება ტყეში“ ფარგლებში მოეწყო მოსწავლეთა გასვლითი აქტივობა ციხე-გოჯის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აქტივობა მოსწავლეებს ბუნების პედაგოგმა -მიმოზა ფაცაციამ შესთავაზა.
მოსწავლეები ბუნების წიაღში მცენარეებსა და ფრინველებს დააკვირდნენ. იმსჯელეს მათ ნიშან-თვისებებსა და გარემოსადმი შეგუების მნიშვნელობაზე.
როგორც გასვლითი აქტივობის ხელმძღვანელი გვეუბნება, პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეთა თეორიული ცოდნის პრაქტიკულთან შერწყმასა და ეკოლოგიური და ესთეტიკური ცნობიერების ჩამოყალიბებას.
იხილეთ ფოტოები: