წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივსაცემია. შესაბამისად სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
სწორედ, მასწავლებლთა შრომისა და ღვაწლის აღნიშვნას ისახავდა მიზნად პედაგოგთა პროფესიული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება და შემდეგი აქტივობები:
▪︎ მილოცვა;
▪︎ დაუსვი ერთი შეკითხვა მასწავლებელს;
▪︎ ვიქტორინა მასწავლებლებისთვის;
▪︎ მხიარული თამაში - „დაასახელე მასწავლებელი“.
აქტივობები მეტად საინტერესოდ წარიმართა და მთელი სასკოლო საზოგადოება გააერთიანა.
აქტივობების ორგანიზატორი გახლდათ პედაგოგი თინათინ ლარცულიანი, რომელიც მათ განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის მე-12 კლასის მოსწავლეებსა და მათ დამრიგებელს - არაკელ კლოიანს.
იხილეთ ფოტოები: